პროტესტის მონაწილეებმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არქიეპისკოპოსი გალსტანიანი წარადგინეს

სომხეთის ოპოზიციურმა მოძრაობამ “ტავუში სომხეთისთვის” 4 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი წარადგინა. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გურგენ მელიქიანმა ერევანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მოძრაობის აქტივისტებმა მსვლელობა აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფელ კირანციდან დაიწყეს და 9 მაისიდან ერევანსა და ქვეყნის რეგიონებში დაუმორჩილებლობის აქციებს მართავენ.
მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს არ ეთანხმებიან, პრემიერ-მინისტრ ს გადადგომას და დროებითი მთავრობის ფორმირებას მოითხოვენ.
კვირას აქციის მონაწილეები სამთავრობო აგარაკების კომპლექსთან მივიდნენ. გალსტანიანმა აქციაზე განაცხადა, რომ იქ ფაშინიანთან შეხვედრას დაელოდება. ამის შემდეგ ისინი ქალაქის ცენტრში დაბრუნდნენ.

ფაშინიანმა კვირას ქვეყნის ჩრდილოეთით წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტერიტორიები მოინახულა, იტყობინება მისი პრესსამსახური. წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახუიტი.
არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც დემონსტრანტების ლიდერია და სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს, ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან მოუძღვის წინ სკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ისევ ელექტრონული წესით