პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მე-15 დღეს მოქალაქეები კვლავ იკრიბებიან.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უწყვეტად, უკვე მე-15 დღეა მთავრობის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.
დღეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად პარლამენტთან იკრიბებიან, სახელოვნებო და IT სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, 21:00 საათზე, სხვადასხვა ქვეყნის ევროპარლამენტარებიც მივლენ, სავარაუდოდ, ისინი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შალუტაშვილი – არ შეიძლება სცენა გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისთვის, საჯინიბო არ შეიძლება, რომ ქათმების ფერმა იყოს – 20-25 აქტივისტი 600-700-ს სტუდენტს აბულინგებდა, თუმცა მადლობა ღმერთს ყველაფერი დაწყნარდა

ტატა ხვედელიანი მარიამ ლაშხს – თქვით, რომ თეატრი გამოყენებულია პოლიტიკურ სცენად, ეს იმის გამოა, რომ „ოცნება“ რეპრესიულ პოლიტიკას აწარმოებს! თქვენ „ხარებას“ და მისნაირ მოძალადეებს მიანიჭეთ ინდულგენცია და ღირსების ორდენები დაურიგეთ!