პროტესტის მე-100 დღე: თბილისის ქუჩებში პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება

7 მარტს, უწყვეტი პროევროპული აქციების მე-100 დღეს, თბილისის ქუჩებში რამდენიმე მსვლელობა იმართება რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის შენობის მიმართულებით.
თბილისის მერიის შენობიდან არქიტექტორების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი სტუდენტებისა და პროფესორების მსვლელობა გაიმართა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების მარში შეუერთდა.
“უსამართლო სასამართლო, ხალხის ძალის გეშინოდეთ”, – სკანდირებენ მსვლელობის მონაწილე მომიტინგეები.
პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.
ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის სკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.
ამ ხნის განმავლობაში მილიარდერ ს „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. ისინი კვლავ პატიმრობაში არიან.
აქციები არაერთხელ დაშალეს და დაარბიეს ძალის გამოყენებით. დაკავებისას, იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე.
დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს.
პოლიციელისათვის სილის გარტყმის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით დაპატიმრებულია მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. ამ ბრალდებას იურისტები აბსურდულად მიიჩნევენ.
პროევროპული აქციების მსვლელობისას ხელისუფლებამ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, რომლის საფუძველზე, მაგალითად, აიკრძალა აქციებზე სახის დაფარვა. და ეს მაშინ, როდესაც პოლიციელების მიერ ძალადობის ასობით შემთხვევა კვლავაც გამოუძიებელია სწორედ იმ მიზეზით, რომ ისინი აქციებზე ნიღბებით გადაადგილდებიან და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, უწყება, რომელიც სამართალდამცავთა დანაშაულებს იძიებს, ამბობს, რომ მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს.
ასევე აიკრძალა ფეიერვერკის გამოყენება და ლაზერის მინათება.
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აიკრძალა აქციის გამართვა ათეულობით საავტომობილო გზაზე, გზების „სტრატეგიული ობიექტების“ ნუსხაში დამატებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა