“პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარი” – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს თანამშრომლები ტოვებენ

“პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარი” – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს თანამშრომლები ტოვებენ
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ პროტესტის ნიშნად თანამშრომლები ტოვებენ.
ლუკა ბერია:
“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც რამდენიმე უნივერსიტეტს მოუწოდებს რომ არალეგიტიმურად დებს სასწავლო პროცესს. განათლების ხარისხის ცენტრის პროსახელისუფლებო, რუსული ნარატივის გამტარად გამოყენება – საშიში პრაქტიკაა. მინდა აქვე განვაცხადო, რომ ვტოვებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტის პოსტს და დღესვე მივმართავ უწყებას შემიჩეროს შრომითი ხელშეკრულება. აქვე, მინდა მივმართო ცენტრის ხელმძღვანელს და ჩემს ყოფილ ლექტორს ლაშა მარგიშვილს, თქვენს ლექციაზე განხილული თითოეული უმაღლესსაგანმანათლებლო სამართლებრივი პრინციპი თუ მოცემულობა შორსაა პრორუსული სულისკვეთებისაგან, შესაბამისად თქვენი პოზიციაც ასეთი უნდა იყოს და ნუ გავიწყდებათ, რომ ვართ ევროპის საგანმანათლებლო სივრცის წევრები და ბოლომდე უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომლის წინაშეც დგას ახლა მთელი სახელმწიფო”
გიორგო ოდოშაშვილი:
“აწი ისედაც აღარ დამიძახებენ ალბათ, მაგრამ მე ვტოვებ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტის პოზიციას და ამისთვის განცხადებითაც მივმართავ შესაბამის პირებს. მენანება”
ნინო ხითარიშვილი:
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თავს ვალდებულად მივიჩნევ გამოვეხმაურო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებას. მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად ვემიჯნები აღნიშნულ განცხადებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცენტრის მისიას, ხედვას, ყველა იმ პრინციპსა და ღირებულებას, რომელსაც წლების მანძილზე მუხლჩაუხრელად და გულანთებულად ვემსახურებოდი.

ასევე დაგაინტერესებთ