პროსახელისუფლებო “იმედის” ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეუშვეს

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ტელევიზიის გადამღები ჯგუფი მოლდოვაში არ შეიშვეს. საუბარია გადაცემა “იმედის კვირის” ჟურნალისტზე, საბა ხვიჩიასა და მის ოპერატორზე, რომლის ვინაობას ტელევიზია არ აკონკრეტებს.
ტელევიზიაში ამბობენ, რომ ოფიციალურმა პირებმა ქვეყანაში არშეშვების მიზეზად საცხოვრებელი ადგილისა და მატერიალური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა დაუსახელეს. თუმცა, “იმედში” ირწმუნებიან, რომ მათ ყველა საჭირო დოკუმენტაცია აქვთ.
“ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული “იმედის კვირა” პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა. ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინეუში ს გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5 საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.
არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან “იმედის კვირის” ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.
მოლდოვაში კვირას საპარლამენტო ა და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა “იმედის კვირა”. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის „ევროპული“ სტანდარტი ყველა დეტალს “იმედის კვირაში” საბა ხვიჩია მოყვება რომელიც ელოდება უკან, საქართველოში გამომგზავრებას”, – წერია განცხადებაში, რომელსაც “იმედი” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

აზერბაიჯანის პრემიერი – აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას – ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

შალვა პაპუაშვილი – ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს – ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა