პრორუსული ჰაკერული ჯგუფის წინააღმდეგ მასშტაბური საერთაშორისო ოპერაცია ჩატარდა

ევროკავშირის სახელმწიფოების, შვეიცარიის და -ის სამართალდამცავმა და სასამართლო ორგანოებმა კანადისა და უკრაინის მხარდაჭერით ერთობლივი ოპერაცია Eastwood-ი ჩაატარეს პრორუსული ჰაკერული ჯგუფის, NoName057(16)-ის წინააღმდეგ.
ევროპოლის მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ჰაკერთა ჯგუფის ინფრასტრქტურა, რომელიც მთელ მსოფლიოში ასზე მეტ კომპიუტერულ სისტემას მოიცავდა.
გერმანიაში დაკავებულია ერთი პირი და ესპანეთშიც – ერთი. გერმანიამ გასცა რუსეთში მცხოვრები ექვსი პირის დაპატიმრების ორდერები. მათგან ორი ბრალდებულია ჰაკერთა ჯგუფის ორგანიზებაში. ყველა მათგანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ჯგუფის ათასზე მეტ სავარაუდო მხარდამჭერს, რომელთაგან 15 სავარაუდოდ, ადმინისტრატორია, გაეგზავნა შეტყობინება იურიდიული პასუხისმგებლობის შესახებ.
ევროპოლის ინფორმაციით, კიბერდამნაშავეთა ჯგუფის, NoName057(16)-ის ძირითადი სამიზნე იყო, თუმცა თავდასხმებს აწყობდა რუსეთთან ომში უკრაინის მხარდამჭერ სახელმწიფოებზეც, რომელთა უმრავლესობა ნატოს წევრია.
2023-2024 წლებში ჰაკერთა ჯგუფმა კიბერშეტევა განახორციელა შვედეთის სამთავრობო და ბანკების საიტებზე, ხოლო 2023 წელს გერმანიაში 250-ზე მეტი კომპანიისა და დაწესებულების წინააღმდეგ.
2023 წელს კიბერშეტევა იყო შვეიცარიაზე, ამ ქვეყნის პარლამენტისადმი უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვისას. ასევე, უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ დროს, რომელიც 2024 წლის ივნისში ჩატარდა შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ბიურგენშტოკში. პრორუსი ჰაკერების ამ ჯგუფის მხრიდან ბოლო თავდასხმა უკავშირდება ნატოს სამიტს, რომელიც 2025 წლის ივნისში გაიმართა ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება – რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ