პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფო 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

პრორურუსლი, ძალადობრივი პარტია ალტ-ინფო 2024 წლის საპარლამენტო არაჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერი კოკა მორგოშია Facebook-ზე წერს.
მორგოშიას თქმით, პარტიამ საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.
“კონსერვატიულმა მოძრაოაბა/ალტ-ინფომ სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.
გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება”, – წერს მორგოშია.
პრორუსულმა პარტია ალტ ინფომ საარჩევნოდ რესგიტრაციისთვის ხელმოწერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 22 მარტს მიიტანა. ძალადობრივმა ჯგუფმა პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. პარტიას სახელად კონსერვატული მოძრაობა ერქმევა.
პარტიის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არიან – კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები. პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს.