პრორუსული პარტიის ლიდერი ფიფია ამბობს, რომ მარია ზახაროვას ესაუბრა „ჟენევის ფორმატის“ „მინსკის ფორმატით“ ჩანაცვლებაზე

საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ის ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელთან, სთან ერთად იმყოფება.

მამუკა ფიფია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ ზახაროვას ესაუბრა საქართველო-რუსეთს შორის არსებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ჩანაცვლების საჭიროებაზე „მინსკის ფორმატით“, რაზეც ზახაროვამ უპასუხა, რომ „არსებობს ეს მოსაზრებაც“.

იგი ზახაროვას შეხვდა მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი პოდკასტის ჩასაწერად მივიდა „სახალხო ერთობის კლუბში“.

ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთის პროპაგანდისტებთან ერთად ირიცხებიან უცხოელი „ექსპერტები“, მათ შორის სკოტ რიტერი და ჯეფრი საქსი, – რომლებიც გამოირჩევიან ანტიდასავლური პოზიციებით.

რას შეეხო ფიფია-ზახაროვას მოკლე საუბარი

„ჩვენ მასთან განვიხილეთ ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლება, – რადგან ამ მიმართულებით რამდენიმე წელია არაფერი ხდება“, – განუცხადა მამუკა ფიფიამ „ეხო კავკაზას“.

  • „ჟენევის ფორმატი“ – ანუ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ – წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
  • ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, -ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ.
  • რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას;
  • ინიციატივას მხარს უჭერენ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.
  • გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან.

„მე მას [ზახაროვას] ვუთხარი, რომ შვეიცარია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა და არ შეუძლია ჩვენს ქვეყნებს შორის შუამავლობა. ეს არაერთხელ მითქვამს ჩემს ყველა გადაცემაში“, – ამბობს ფიფია.

„ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ხდება ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოხდეს“, – უთხრა ფიფიამ “ეხო კავკაზას”, თუმცა არ დაუზუსტებია, „ისეთ რაღაცებში“ რას გულისხმობს. მხოლოდ დასძინა: „ჩვენ დავკარგავთ ყველა შანსს სა და სამხრეთ ოსეთისთვის“.

ფიფიას მონათხრობის თანახმად, პასუხად მარია ზახაროვამ თქვა, რომ ამ საკითხს განიხილავენ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და მის მოადგილე მიხაილ გალუზინთან, რომ „არსებობს ეს მოსაზრებაც“ და „ვნახოთ, რა მოხდება“.

„მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მინსკის ფორმატი ახლა ჩვენთვის შესაფერისი იქნებოდა“, – თქვა ფიფიამ.

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჟენევის ფორმატი მკვდრადშობილი იყო და უკეთესი იქნებოდა მისი მინსკში გადატანა. ზოგადად, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ყველა შეხვედრის ჩატარება თბილისში, ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში“, – უპასუხა ფიფიამ “ეხო კავკაზას”.

„ლუკაშენკა ახლა რთულ მდგომარეობაშია – აღიარებს ამას თუ არა. ის ამჟამად შიდა ბრძოლაშია ჩაფლული. ამიტომ, მოლაპარაკებების მინსკში გადატანა ჩვენთვის კარგია. რუსები და შვეიცარია ჩვენთვის არაფერს კარგს ან სასარგებლოს არ გააკეთებენ. და ბელარუსის პრეზიდენტი ჩვენი მოკავშირეა, კარგი გაგებით; ცხადია, რომ ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუმცა ის მაინც იცავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის იდეას“, – ამბობს ფიფია.

  • მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებისა და „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ.
  • გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში ყაველაშვილმა ლუკაშენკას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიულოცა.
  • ლუკაშენკამ ასევე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს, გამარჯვების დღე, ხოლო პრემიერ-მინისტრს – 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ს წარმატებით ჩატარება.

მაკა ბოჭორიშვილი ხვდება მაქსიმ რიჟენკოვს. 2025 წლის 25 სექტემბერი. ნიუ-იორკი

ვრცლად