პრორუსული ალტ-ინფოს პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა

22 აპრილს, საჯარო რეესტრმა ძალადობრივი პრორუსული, ულტრამემარჯვენე მოძრაობა ალტ-ინფოს პარტია, კონსერვატორები საქართველოსთვის სახელით დაარეგისტრირა.
“1. რეგისტრირებულ იქნეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატორები საქართველოსთვის“. 2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს გამოცემისთანავე”, – წერია საჯარო რეესტრის დოკუმენტში.
მანამდე, 8 აპრილს, საჯარო რეესტრმა პრორუსული ალტ-ინფოს პარტია დაახარვეზა.