პრორუსი იგორ დოდონის მიერ აქციებისკენ მოწოდების შემდეგ, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვში შესაძლო არეულობის ორგანიზატორთა ძებნა დაიწყო

პრორუსი იგორ დოდონის მიერ აქციებისკენ მოწოდების შემდეგ, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვში შესაძლო არეულობის ორგანიზატორთა ძებნა დაიწყო – დაკავებულია 3 პირი, საიდანაც ორი ძმაა, რომლებსაც სამართალდამცველები ბოლო 2 თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. ადგილობრივი გამოძიების ცნობით, ისინი დაჯგუფებას ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ლოგისტიკაზე. როგორც ადგილობრივი მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ჩხრეკისას მათ აალებადი ნივთიერებები და პიროტექნიკა აღმოაჩნდათ
პრორუსმა დოდონმა თავის მხარდამჭერებს, ხვალ, ადგილობრივი დროით, 12:00 საათზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა