პროპალესტინელმა აქტივისტებმა მეისის მადლიერების დღის აღლუმი ჩაშალეს

პროპალესტინელმა აქტივისტებმა მანჰეტენზე მეისის მადლიერების დღის აღლუმი ჩაშალეს. მეისის მადლიერების დღის აღლუმი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და ის ყოველწლიურად ნიუ-იორკში იმართება. პირველად მეისის მადლიერების დღის აღლუმი 1927 წელს გაიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტანტები პოლიციამ დააკავა. მათ მადლიერების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ნიუ-იორკული მარში ჩაშალეს შეძახილებით: “გენოციდი ადრე, გენოციდი ახლა”, “სიცოცხლე პალესტინას” და ა.შ.
-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მეისის მადლიერების დღის აღლუმს გამოეხმაურნენ და ყველა ამერიკელს გაერთიანებისკენ მოუწოდეს.