პროპაგანდის ბოდვები, დიფსთეითზე, გლობალური ომის პარტიაზე, კაცების გათხოვენაზე და ა.შ. ერთ მიზანს ემსახურება – გაამართლოს სიღარიბე, რომლის გარეშეც ოლიგარქია ვერ იარსებებს – ირაკლი ქადაგიძე

პროპაგანდის ბოდვები, დიფსთეითზე, გლობალური ომის პარტიაზე, კაცების გათხოვენაზე და ა.შ. ერთ მიზანს ემსახურება – გაამართლოს სიღარიბე, რომლის გარეშეც ოლიგარქია ვერ იარსებებს – ირაკლი ქადაგიძე
“პროპაგანდის ბოდვები, დიფსთეითზე, გლობალური ომის პარტიაზე, კაცების გათხოვენაზე და ა.შ. ერთ მიზანს ემსახურება – გაამართლოს სიღარიბე, რომლის გარეშეც ოლიგარქია ვერ იარსებებს“, – წერს ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის დადგენილი სტანდარტით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ნახევარზე მეტი! ევროკავშირში ამ ზღვარს ქვევით ცხოვრობს მოსახლეობის 1% ზე ნაკლები.
„მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით, ადამიანი ღარიბად ითვლება, თუკი ის დღეში 6,85 დოლარზე ნაკლებზე ცხოვრობს.
საქართველოს მაგალითზე, თუკი ერთი ადამიანი ცხოვრობს თვეში 600 ლარზე ნაკლებზე (4 სულიანი ოჯახი 2 400 ლარზე), ის ითვლება ღარიბად და მას არ მიუწვდება ხელი სრულყოფილ კვებაზე, ზე და განათლებაზე.
საქართველოში ამ ზღვარს ქვევით ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ნახევარზე მეტი! ევროკავშირში ამ ზღვარს ქვევით ცხოვრობს მოსახლეობის 1% ზე ნაკლები.
გვახსოვდეს, რომ პროპაგანდის ბოდვები, დიფსთეითზე, გლობალური ომის პარტიაზე, კაცების გათხოვენაზე და ა.შ. ერთ მიზანს ემსახურება – გაამართლოს სიღარიბე, რომლის გარეშეც ოლიგარქია ვერ იარსებებს“, – წერს ქადაგიძე.