პროპაგანდისტული მედიის, „რადიო თავისუფლების“ მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ

მათი [„რადიო თავისუფლების“] მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეს რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით ჰკითხეს, როდესაც მან თქვა, რომ ტრამპს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არასაჯარო წერილი გაუგზავნა, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში.
„თავად პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს გადამდგარი ელჩის ინტერვიუს. არც ერთი, არც – მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის. როდესაც პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული, დაფინანსება შეწყვეტილი და მისი სურვილია, რომ დაიხუროს საერთოდ „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ შექმნა ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა, სააგენტომ და მისი ბიუჯეტიდან ფარულად ფინანსდებოდა თავიდან, შემდეგ სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია. მათი [„რადიო თავისუფლების“] მხრიდან გადამდგარი ელჩის ინტერვიუს გავრცელებაზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი