“პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას” – რა სქრინს ავრცელებს ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
“პროპაგანდისტული მედიები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოვითხოვე ვინმესთან. “მაკკეინის ინსტიტუტს” საერთოდ არ შევხვედრივარ, არასდროს ცხოვრებაში ვიზების შეჩერება არ მომითხოვია, პირიქით კი ხშირად მითხოვია. თუ ევროკავშირი აქამდე არ უჩერებს საქართველოს ვიზებს, ეს სწორედ აქტიური და თავისუფალი არასამთავრობო სექტორის არსებობის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. ვიზების შეჩერებაზე ევროკავშორის ელჩმა თავად ისაუბრა და ამის მიზეზად “რუსული კანონის” მიღება და ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ღირებულებებიდან გადახვევა დაასახელა. დეზინფორმაციული პროპაგანდა კი ცდილობს საკუთარი დანაშაული კონკრეტულ ადამიანებზე გადმოიტანოს.”

ასევე დაგაინტერესებთ