“პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი” – მერაბ მეტრეველი რუსთავი 2-ს

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
საოცარი რეპორტაჟი ვნახე რ2-ზე: რამდენიმე მოსამართლემ გაბედა და კლანის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით. ჰოდა, ხელისუფლება ორი დღეა ისტერიკაშია. პირდაპირ ემუქრებიან ამ მოსამრთლეებს, სახელისუფლებო მედიებს, როგორც ჩანს, მათი გაშავება დაავალეს. რ2-ზე გავიდა სამარცხვინო რეპორტაჟი, სადაც ყველა ეს მოსამართლე სათითაოდ ყავდათ მხილებული “ცოდვებში”. ერთზე თქვეს ბებიის გაუპატიურებაში ბრალდებული ყავს გამართლებულიო , მეორეზე- ქმარი ყავს ნაციო. ერთ მოსამართლეზე საერთოდ საოცარი კომპრომატი დადეს, მისი ქმარი გირგვლიანის საქმის მოსამართლე, გიორგი ჩემიააო. ანუ ქმარი ასეთი ყავს და თავად წესიერი როგორ იქნებაო. გირგვლიანის საქმის კიდევ ერთი მოსამართლე, მურუსიძე საერთოდ სასამართლოს თავში რომ უზით, ეს რა თქმა უნდა, რ2-ს არც გახსენებია. დასკვნა იყო კიდევ უფრო საოცარი: ეს მოსამართლეები საკუთარი კეთილსინდისერების შემოწმებას ითხოვენ და გამოდის, თავადვე ეპარებთ ეჭვი საკუთარ თავშიო. პროპაგანდა გამიგია, მაგრამ ასეთი სამარცხვინო, არაფერი.

ასევე დაგაინტერესებთ