პროკურორმა ფედერალურ მოსამართლეს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა

სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა ფედერალურ მოსამართლეს ს წინააღმდეგ აღძრული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმის დახურვა სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა -ის ფედერალური ოლქის მოსამართლეს, ტანია ჩუტკანს საქმის დახურვა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სთხოვა და მიზეზად აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დიდი ხნის განმავლობაში არსებული პოლიტიკა დაასახელა, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის სასამართლო დევნას კრძალავს.
„დიდი ხანია იუსტიციის დეპარტამენტის პოზიციაა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია მოქმედი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებასა და შემდგომ მის სასამართლო დევნას კრძალავს. ქვეყანა და დეპარტამენტი მსგავსი გარემოების წინაშე არასდროს აღმოჩენილან, როდესაც კერძო პირის წინააღმდეგ ფედერალური ბრალდება ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ უკან დააბრუნა და სისხლისსამართლებრივი დევნა უკვე მიმდინარეობს, როცა ბრალდებულის პრეზიდენტად არჩევა ხდება“, – ნათქვამია ჯეკ სმიტის შუამდგომლობაში.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო ს შედეგებზე გავლენის მოხდენისთვის ბრალი გასული წლის აგვისტოში წაუყენეს. მიმდინარე თვის დასაწყისში მოსამართლე, ტანია ჩუტკანმა საქმის განხილვა შეაჩერა, მას შემდეგ რაც მას ჯეკ სმიტმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ უპრეცედენტო გარემოების შესასწავლად დრო სთხოვა.