პროკურორმა რუსეთში დაკავებული WSJ-ს ჟურნალისტისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა

რუსეთის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ რამდენიმე საათში მოსამართლე განაჩენს გამოიტანს Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საქმეზე.
მანამდე, პროკურორმა სასამართლოსგან გერშკოვიჩისთვის ჯაშუშობისთვის 18-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. იგი ჯაშუშობის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო -ს მთავრობა მის დაკავებას უკანონოს უწოდებს.
თებერვალში Fox News-ის ყოფილი წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი ტაკერ კარლსონი პუტინთან ინტერვიუს ჩასაწერად მოსკოვში ჩავიდა. ინტერვიუს დროს კი კარლსონმა პუტინს გერშკოვიჩის შესახებაც ჰკითხა, თუმცა პუტინისგან ორაზროვანი პასუხი მიიღო და თქვა, რომ გერშკოვიჩის გაცვლა შეიძლებოდა.
“პუტინმა ფაქტობრივად აღიარა, რომ გერშკოვიჩი მძევლად ჰყავდა, და მე ვგრძნობდი, რომ მას ამის გამო რცხვენოდა”. – თქვა ტაკერ კარლსონმა ინტერვიუს ჩაწერიდან გარკვეული დროის შემდეგ.