პროკურორი – ს ტელეფონის ამოღება იყო აუცილებელი – დათვალიერება ასე სწრაფად ვერ მოხდება, შესაძლოა საერთოდ ვერ გაიხსნას, არსებობს ხანდახან შემთხვევა, როცა ტელეფონის გახსნა ვერ ხდება

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს საქმის პროკურორის, ბექა ხუნაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომელიც გამოძიებამ მისი დაკავებისას ამოიღო, ჯერ არ დათვალიერებულა და შესაძლოა, ტელეფონის დაცვის ფუნქციის გამო, ვერც გაიხსნას.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მობილური ტელეფონის დასათვალიერებლად დასანიშნია ექსპერტიზა.
„როდესაც ხდებოდა ლევან ხაბეიშვილის დაკავება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მურთაზ ზოდელავა იყო მისი თანმხლები პირი. ლევანმა მიაწოდა მობილური ტელეფონი. მურთაზ ზოდელავას ქმედება ბუნებრივია ემსახურებოდა როგორც შესაძლო მტკიცებულების დამალვას, გადამალვას, იქიდან ინფორმაციის ამოშლას. მურთაზ ზოდელავა შეეცადა ამ ტელეფონთან ერთად, დაკავების საპროცესო ადგილიდან გასვლას, ფარულად გაუჩინარებას.
ვინაიდან ასევე განჩინება იყო გაცემული, რათა ამოღებულიყო ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, ეს ქმედება ჩაითვალა გამოძიების პროცესში ხელშეშლად, უხეშ ჩარევად, უკანონო ქმედებად მურთაზ ზოდელავას მხრიდან. ამაში გამოიხატა მისი დანაშაული. რაც შეეხება დაკავებას, დაკავება მოხდა ამ ქმედების ჩადენიდან 10 წუთის შემდეგ. რაც შეეხება ტელეფონების გამორთმევას მურთაზ ზოდელავას მხრიდან, როცა მან ეს ტელეფონი აიღო და შეტრიალდა, იქ თავისი ტელეფონიც ეკავა ხელში. სუს-ის თანამშრომლის მხრიდან ვერ მოხდებოდა იდენტიფიცირება რომელი ტელეფონი რომელ ადამიანს ეკუთვნოდა. ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის ამოღება იყო აუცილებელი.
მობილური ტელეფონის დათვალიერება ასე სწრაფად ვერ მოხდება, დასანიშნია ექსპერტიზა. თუ გაინტერესებთ პროცედურულად, შესაძლოა ეს ტელეფონი საერთოდ ვერ გაიხსნას. მოგეხსენებათ, „აიფონებს“ აქვთ ეგ ფუნქცია. როგორც შესაძლო ნივთმტკიცება ეს ტელეფონი მნიშვნელოვანი იყო. შესაძლოა გაიხსნას, შესაძლოა ვერ გაიხსნას. არსებობს ხანდახან შემთხვევა, როცა ტელეფონის გახსნა ვერ ხდება“,- განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.