პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე- ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?

პროკურორი ლაშა კოტრიკაძე ISFED-ის ხელმძღვანელის გამოკითხვაზე- ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რა მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან?
„ბატონმა ლევანმა დაადასტურა, რასაც საჯარო სივრცეში ღიად ამბობდა, რომ ის და მისი ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ 2024 წელს აქციებში, ჰქონდათ გარკვეული მოთხოვნები და კონკრეტული საშუალებები“- ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ISFED-ის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის გამოკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.
პროკურორმა იმ საკითხებზე გააკეთა კომენტარი, რა კითხვებიც საგამოძიებო უწყებას ლევან ნატროშვილთან ჰქონდა და აღნიშნა, რომ დაკითხვისას დადასტურდა, რომ ისინი [არასამთავრობო ორგანიზაციები] აქციის მონაწილეები იყვნენ.
„დაკითხვის დროს გამოიკვეთა, რომ ისინი აქციის მონაწილეები იყვნენ რეალურად და რამდენად სწორი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ჰქონდათ მოთხოვნები, მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რა სამართლებრივი ან მტკიცებულებითი საფუძველი ჰქონდა მსგავსი ტიპის მოთხოვნას, თუმცა მისი პასუხი იყო, რომ ის დაიკითხა უკვე ამ საქმეზე და გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა უკვე პროკურატურას, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე ღირებული მტკიცებულება მას პროკურატურისთვის არ მიუწოდებია“-განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა