პროკურორი – ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი მას თავს დაესხა, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი

ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი,- ამის შესახებ პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა, ს საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასდა 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
„ირაკლი დგებუაძე ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას, საპროტესტო შეკრების მონაწილეებს განუმარტავდა კონკრეტულ პირთა დაკავების საფუძვლებს. ამ დროს კომუნიკაცია ჰქონდა ბრალდებულთან, მზია ამაღლობელთან, რომელიც გაღიზიანებული იყო ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობით. შურისძიების მოტივით, ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი საქმიანობთ გაღიზიანებული მზია ამაღლობელი თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა ქურთუკზე, მისკენ მიატრიალა და სახეში დაარტყა ხელი. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ბრალდების მხარის მიერ შეფასდა 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდების მხარის აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, წარმოდგენილია სასამართლოში სხვადასხვა სახის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ლოგიკური ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მივა იმ დასკვნამდე რომ ბრალდებულმა მზია ამაღლობელმა სწორედ ის ქმედება ჩაიდინა, რაც მას ბრალად აქვს შერაცხული“, – აღნიშნა პროკურორმა.
გამოძიება გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია