პროკურორი – დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ კოორდინირებულად – ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა, რომ იყო ჩართული სხვადასხვა ტიპის აქციების ორგანიზებაში

ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში, – ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად.
“გამოძიების ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გარკვეული პოლიტიკოსები მოქმედებენ ურთიერთშეთანხმებულად და კოორდინირებულად და სწორედ ამ ფარგლებში დაესვა დღეს, რა თქმა უნდა, კითხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. ამ შემთხვევაში მან ეკა გიგაურმა დაგვიდასტურა ის, რომ იყო ჩართული უშუალოდ სხვადასხვა ტიპის აქციების დაორგანიზებაში და ასევე, გარკვეული სახის ფინანსური ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციას გაწეული აქვს უშუალოდ აქციისთვის სხვადასხვა ნივთების შესაძენად, რომელიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული”, – განაცხადა პროკურორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს