პროკურორი: გდდ-ის თანამშრომლები, ვისი ჩვენებებიც საქმეში დევს, შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიეთ

ლევან ხაბეიშვილის საქმის პროკურორი, ბექა ხუნაშვილი ამბობს, რომ გდდ-ის თანამშრომლები, რომლის ჩვენებებიც, ენმ-ის ლიდერის საქმეში დევს, შემთხვევითი პრინციპით აარჩიეს.

განცხადება ბრალდების მხარის წარმომადგენელმა “ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა და დააზუსტა, რომ  ბრალდებას გამოკითხული ჰყავს გდდ-ს სამი თანამშრომელი.

მტკიცებულებების ერთი ნაწილი არის საჯარო მოწოდებები – არის ეს სატელევიზიო საშუალებები თუ “ფეისბუქ” სივრცე. საქმეზე დაკითხულია არაერთი თანამშრომელი – განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის თანამშრომლები. ისინი იძახიან, რომ ს განცხადებები აბსოლუტურად რეალურად მიიღეს შეთავაზებად – ქრთამის დაპირებად.

მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც საქმის წარმოების ამ ეტაპისთვის არის წარდგენილი. შემდგომ ეტაპზე წარმოდგენილი იქნება იმ ხარისხის სტანდარტის მტკიცებულებები, რაც საჭიროა სასამართლოს საქმის წარმოებისთვის.

ამ ეტაპისთვის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამი თანამშომელია დაკითხული. ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ.

საჯარო განცხადება უფრო მეტად საფრთხის შემცველია, ვიდრე ერთ ან ორ ადამიანთან კონფინდენციალური შეთანხმება”, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

ცნობისთვის, “შააბთის ეთერმა” მოიპოვა და გაასაჯაროვა მასალები, რომელიც მამუკა მდინარაძის უწყებამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ საქმეში ჩადო.

პოლიციელები, რომლებმაც ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება არიან: შოთა პაპუაშვილი, შოთა არჯევანიძე, ბექა რუხაძე. 

საქმე სულ 76 ფურცელისკან შედგება და ძირითადად “ტვ პირველის” გადაცემების სტენოგრაფებისგან და tvirveli.ge-ზე განთავსებული მასალების შიფრისგან  შედგება.

ჩვენებებში კი, რომელსაც გდდ-ისთანამშრომლები გამოძიებას აძლევენ, ისინი ამტკიცებენ, რომ ხაბეიშვილის საჯაროდ, ტელეეთერით გაკეთებული შეთავაზება მათთვის შეურაცმყოფელი აღოჩნდა.