პროკურორი აცხადებს, რომ უჩა აბაშიძისა მისი მეუღლის ბრალდების საქმეზე გამოძიების მიერ აუდიო-ვიდეომასალის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.
პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.
„როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ 2 პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, ასვე ერთ-ერთ პირს ბრალდება აქვს წარდგენილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირის ჩაწერას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება აუდიო და ვიდეომასალას, აღნიშნული განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“, – განაცხადა ანი ხახანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ