პროკურორის განცხადებით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს შენობაში შეღწევის შემდეგ, სამუშაო სივრცეში მოასხა, ადვილად აალებადია

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ს მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ელისაშვილი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხევდით მოქმედებდა.
პროკურორის თქმით, ელისაშვილის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, ბერძენიშვილის თქმით, ელისაშვილის მიზანი მოქალაქეების დაშინება იყო.
„მისთვის კანონი დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს, მან სცადა სასამართლოს შენობა გადაეწვა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ის წინასწარ შემუშავებული გეგმით, სასამართლოს უკანა ეზოდან შემოვიდა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, ქიმიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნივთიერება, რომელიც ელისაშვილმა გამოიყენა, ადვილად აალებადია. პროკურორის თქმით, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ცდილობდა და მანდატურების მიმართულებით მუქარას ახორციელებდა, რასაც ელისაშვილის რეპლიკა „ტყუილია“ მოჰყვა.
გარდა ამისა, პროკურორი შუამდგომლობაში ამახვილებდა ყურადღებას, რომ დაკავებულმა შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს დანაშაული. ბერძენიშვილის თქმით, სატელევიზიო სივრცეში გაცხადდა, რომ ელისაშვილს გული წყდებოდა, მისი გეგმის შესასრულებლად რამდენიმე წამი დააკლდა, რაც ცხადყოფს, რომ მისი მოტივაციაა ამ ქმედების ჩადენა. პროკურორის თქმით, ელისაშვილი ძალადობრივ ქმედებაშია შემჩნეული და ამაზე ბრალიც აქვს წარდგენილი, შესაბამისად, იმის მოლოდინი, რომ მოწმეებზე შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს, არსებობს.
პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის განმარტებით, ტერორიზმის ბრალდება არაპროპორციულია.
რეხვიაშვილის თქმითვე, ელისაშვილს მოსახლეობის დაშინება არ ჰქონია მიზნად, პირიქით, შაბათი დღე და არასამუშაო საათები განზრახ აირჩია, რაც ადამიანების დაზიანების თავიდან აცილების საფუძველი იყო.
ადვოკატი ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა.გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა: მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის! ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიზანი ტერორისტული აქტის ჩადენა არ ყოფილა, ეს რომ სდომოდა, იარაღი ჰქონდა და შეეძლო სამი მანდატურის შეჩერება – მანდატურები რომ არ დაზიანებულიყვნენ, ხელი აიღო განზრახვაზე