პროკურორებმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბაღდათში და ხონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ქუთაისის და სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე ამნისტიის კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბაღდათში და ხონში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურორებმა მოსახლეობას კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, გააცნეს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანი და შესაძლებლობა, რომელსაც ის ანიჭებს პირებს, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს.
„შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს პროკურორებმა განუმარტეს, რომ ზიანის ანაზღაურების მიზნით სახელმწიფოსთვის მიწის ნაკვეთების დაბრუნების, ან სათანადო საფუძვლის არსებობისას ნაკვეთის ღირებულების ხაზინაში ჩარიცხვის შემთხვევაში, ბრალდებულები და მსჯავრდებულები პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან. ამასთან, მოქალაქეებს განემარტათ, რა ტიპის მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება კანონი და ვის ეხება ის. საუბარი შეეხო იმ პროცედურულ საკითხებსაც, რომელიც ზიანის ანაზღაურებასთანაა დაკავშირებული.
შეხვედრის მონაწილეებმა პროკურორებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…