პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება

პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება
„ISFED-ს არ უნდოდა ლეგიტიმაცია მიეცა ლეგიტიმურად ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამიტომ, პარალელური გამოკითხვის შედეგები დამალა, თუმცა, ბუნებრივია, პროკურატურას ვერ დაემალებოდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა, წესით, პირველივე დღეს უნდა შესულიყო ISFED-თან, როცა მათ მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყეს და ყველა დოკუმენტაცია ამოეღო, რადგან მათი მხრიდან რაიმეს განადგურება მოულოდნელი არ იქნება. „გულწრფელად მიმაჩნია, რომ პროკურატურა პირველივე დღეს, როდესაც ISFED-მა საჭირო მასალების გადაცემის გაჭიანურება დაიწყო, სასამართლოს განჩინებით უნდა შესულიყო და ყველა დოკუმენტაცია, როგორც ციფრული სახით შენახული, ისე – ქაღალდზე გადატანილი, უნდა ამოეღო, რათა რაიმე დოკუმენტაცია არ გამქრალიყო, რასაც, ბუნებრივია, ყოველთვის ველოდები ისეთი თაღლითი ორგანიზაციისგან, როგორიც „უსამართლო არჩევნებია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა