პროკურატურა ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვს

პროკურატურა ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვს – ტაილერ რობინსონს ოფიციალურად წაუყენეს 7-პუნქტიანი ბრალდება. მკვლელობის გარდა ბრალდებებს შორისაა მოწმეებზე ზეწოლა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.
ბრალის წარდგენის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ჯეფ გრეიმ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა იქნება ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯა.
CNN-ის ინფორმაციით, იუტას ოლქის პროკურორებმა რობინსონს ბრალდება საინფორმაციო დოკუმენტის მეშვეობით წაუყენეს და არა ბრალდების საფუძველზე. საინფორმაციო სასამართლო დოკუმენტი პროკურორებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ წაუყენონ ბრალდება და მოითხოვს სავარაუდო მიზეზის შესახებ მოსმენას, რომლის დროსაც მოსამართლე ადგენს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება შემდგომი ქმედებებისთვის.
ბრალდების დოკუმენტში ნათქვამია, რომ რობინსონმა განზრახ ამოიღო მიზანში კირკი იმ „შეხედულების ან აღქმის გამო, რაც მას ჩარლი კირკის პოლიტიკური გამოხატვის შესახებ“ ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა