პროკურატურა: “პოსტ TV”-ის ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ცნობით, ტელეკომპანია პოსტ TV-ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე, ტელეკომპანიის ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

“გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია, პოსTV-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი – მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში” – წერია პროკურატურის განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”