“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს სტუდენტის!” – ნენსი ვოლანდი

ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურა სტუდენტის და “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს.
“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს. სტუდენტის!” – წერს ნენსი ვოლანდი.
შეგახსენებთ, რომ ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხი ერთ-ერთ კაფეში, თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა – ადგილზე აქტივისტები მივიდნენ – შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა ს მონებს… ძირს რუსეთის მონები”. ლაშხის საჩივრის საფუძველზე სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობასაც ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად