პროკურატურა იცავს სამართლებრივ და ჰუმანურ სტანდარტებს – განსხვავება დემოკრატიულ და რეპრესიულ სახელმწიფოს შორის სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს
პროკურატურის პოზიცია, დათაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ, აჩვენებს, რომ მიუხედავად დანაშაულთან მიმდინარე უკომპრომისო ბრძოლისა, საქართველოს პროკურატურა იცავს მაღალი სტანდარტის, სამართლებრივ და ჰუმანურ მიდგომებს. სწორედ ასეთ ქცევაში ვხედავთ იმ განსხვავებას, რაც ჩამოყალიბებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, განვითარებადი ქვეყნისგან გამოარჩევს. როცა კანონი ერთდროულად მკაცრიცაა და ადამიანურიც. ჰუმანურობა სამართალზე ზემოთ არ დგას, მაგრამ მისი განუყოფელი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს, რომ მართლმსაჯულება არ გადაიქცეს შურისძიების იარაღად – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დღევანდელი პროკურატურა სხვა, მაღალ სტანდარტს აყალიბებს, სტანდარტს, სადაც სამართალი ემყარება არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, არამედ ღირსებას, თანაგრძნობას და პასუხისმგებლობას. „ პროკურატურის პოზიცია, დათაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ, აჩვენებს, რომ მიუხედავად დანაშაულთან მიმდინარე უკომპრომისო ბრძოლისა, საქართველოს პროკურატურა იცავს მაღალი სტანდარტის, სამართლებრივ და ჰუმანურ მიდგომებს.
სწორედ ასეთ ქცევაში ვხედავთ იმ განსხვავებას, რაც ჩამოყალიბებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, განვითარებადი ქვეყნისგან გამოარჩევს. როცა კანონი ერთდროულად მკაცრიცაა და ადამიანურიც. ჰუმანურობა სამართალზე ზემოთ არ დგას, მაგრამ მისი განუყოფელი ნაწილია, რაც უზრუნველყოფს, რომ მართლმსაჯულება არ გადაიქცეს შურისძიების იარაღად. საინტერესოა პარალელი გავავლოთ წარსულთან, სააკაშვილის მმართველობის წლებში პროკურატურა ხშირად ითხოვდა პატიმრობას გაცილებით უმნიშვნელო ფაქტების შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა” ადამიანს თავისუფლებასთან ერთად, მკურნალობის უფლებას ართმევდა და ამას „კანონის სიმკაცრით“ ამართლებდა. იმდროინდელი სისტემა ხშირად უსამართლობას სამართლიანობად ასაღებდა და ადამიანური ღირსება იშვიათად აინტერესებდა. დღევანდელი პროკურატურა კი სხვა, მაღალ სტანდარტს აყალიბებს, სტანდარტს, სადაც სამართალი ემყარება არა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, არამედ ღირსებას, თანაგრძნობას და პასუხისმგებლობას. სწორედ ეს არის ის განსხვავება, რაც გამოყოფს სამართლიან სახელმწიფოს წარსულის რეპრესიული მმართველობისგან, როცა კანონი ემსახურება ადამიანს და არა პირიქით!“ – წერს ჩიხელიძე.




