პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: მისი შვილი ვიყავი მე, შვილობილი და 10-15 წუთი დამჭირდა, რომ შემოვეშვი, გზა გამეგო საიდან უნდა შევსულიყავი და შეიძლებოდა თუ არა შემოვსულიყავი. წირვა დაიწყო და მე ახლა თქვენს წინ ვდგავარ, იმიტომ, რომ ვერ შემოვედი