პროკურატურა: დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც სხვისი ინტიმური კადრები სოც.ქსელებში გაავრცელა

მოკლედ
· პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას ადამიანის დაკავების შესახებ, რომელმაც სხვისი ინტიმური შინაარსის კადრები სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
· პრესრელიზში არ არის დაკონკრეტებული დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ არანაირი დეტალი, მხოლოდ კადრების გავრცელების დღე, 19 აგვისტოა დასახელებული.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მის მობილურ ტელეფონში, ფოტო და ვიდეო მასალის სახით, უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის მქონე პირადი ცხოვრების საიდუმლოს, რაც მიმდინარე წლის 19 აგვისტოს უკანონოდ გაავრცელა სოციალურ ქსელ „Tik-tok“-ში, ხოლო 20 აგვისტოს სოციალურ ქსელ „instagram“-ის მეშვეობით გადაუგზავნა დაზარალებულის ძმას” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის მეშვეობით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი – დღეს განათლების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბარი იყო პროგრამებზე, შენ რატომ მიგეგმავ რა უნდა დარჩეს? – ერთხელ გვიღალატეს, მტერს ჩაგვაბარეს, მაგრამ მეორეჯერ არ იქნება, არავინ დათმობს