პროკურატურა ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებს

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებენ. თავდაპირველად ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიმართვა, რომ 2023 წლის განმავლობაში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები შემოიტანა.
უწყების ცნობითვე, მედიკამენტები რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული.
“სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგებზე მოხდება საზოგადოების ინფორმირება”, – აცხადებენ უწყებაში.
დღესვე, ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შემდეგ – იგი მინისტრობის პერიოდში საკუთარი მიღწევებიდან გამოყოფს:
· თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე გადაწყვეტილება;
· საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დადგენა (დრჯ);
· ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა;
· ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა;
· დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ამ დღეს, ამ ამბის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა აცნობა. მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ თქვა, რომ მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა “რესპუბლიკური საავადმყოფო”.
საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერის, ს პრემიერ-მინისტრობის დროს მიიღეს. იგი კლინიკის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ირაკლი მ ეს გადაწყვეტილება პრემიერად მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში შეცვალა.