პროკურატურა ანატოლი გიგაურის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანატოლი გიგაურისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისათვის ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო პოლიციელის წინააღმდეგობისათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,რომ 2024 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომელს და ფიზიკურად იძალადა მასზე.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, ჩადენილი ძალადობით) და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – კალაძემ ვერცერთი ხმა ვერ უნდა წაიღოს სამგორიდან, ვარკეთილიდან და სწორედ ამით აგოს პასუხი იმ გულგრილობისთვისა და არაკომპეტენტურობისთვის, რაც 9 წლის განმავლობაში დამართა მეტროსადგურ „ვარკეთილს“