ძალადობის მუქარის ავტორმა და დღემდე დაუსჯელმა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგი ჩაატარა საარჩევნო დარღვევებზე და ვერც ერთხელ გაბედა დაედანაშაულებინა „გახარია საქართველოსთვის“ უსაფუძვლო ბრალდებებში. რატომ?
იმიტომ, რომ ყველაფერს, რასაც დამკვირვებლებს ვაწვდით, მტკიცებულებებს ეფუძნება. როგორ უნდა აევლო გვერდი თვალთვალისთვის, მკვლელობის მცდელობისთვის, კამპანიის ხელშეშლისთვის, პოლიტიკური ნიშნით დათხოვნისთვის, მედიის შეზღუდვისთვის, რაზეც ფოტო-ვიდეო მასალა და ოფიციალური გამოკითხვები გვაქვს წარდგენილი დამკვირვებლებისთვის. ამიტომ მოუწია დუმილი. ერთადერთი, რასაც ჩვენთან მიმართებით აკეთებს, პროკურატურაში რეკავს ყოველდღე და ამოწმებს ხომ ისევ თაროზე დევს მასზე შეტანილი განცხადება. რომ დარწმუნდება თაროზეა, გაყოყოჩდება ხოლმე და გამოვა ისევ ბრიფინგზე. არჩევნებამდე დარჩენილ დროში ყოველდღე გამოვიტანთ დარღვევებს და ვამხელთ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების მცდელობაში.
გაყალბება რომ არ და ვერ მოხდეს, ყველანი არჩევნებზე!