პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობისა და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოები შეიქმნა

თბილისის პროკურატურაში თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო შეიქმნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათი ცნობით, თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს.
„თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს ეფექტურად ფუნქციონირების მიზნით, საქმიანობას განახორციელებენ ის პროკურორები, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება გააჩნიათ აღნიშნული დანაშაულებზე გამოძიებაში ზედამხედველობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით.
თავის მხრივ, ასევე, ახლად შექმნილი არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობას და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებს.
არასრულწლოვანთა სამმართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პროკურორები განახორციელებენ საქმიანობას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება