პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე და აანაზღაურა ზიანი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბაჩიაშვილს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე.

„სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან – აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?