პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში დასრულდა.
კალანდარიშვილი პროკურატურის შენობაში, დაახლოებით, ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან კალანდარიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია და ტერიტორია, სავარაუდოდ, ავტომობილით დატოვა.
ს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის ს შესაძლო გაყალბების საქმეზე მივიდა, რაზეც პროკურატურამ გამოძიება თავად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
როგორც კალანდარიშვილმა გამოკითხვამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროკურატურას მის ხელთარსებულ ყველა იმ ინფორმაციას მიაწვდის.
გარდა ამისა, კალანდარიშვილის თქმით, არჩევნების დღიდან დღემდე „არცერთი ხელშესახები გარემოება არ გვინახავს, რომელიც იტყოდა, რომ სისტემურ ან არსებით დარღვევას ჰქონდა ადგილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები