პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე 13 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 13 ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
უწყებაში განაცხადეს, რომ მათ მიმართ გამოძიება ორი მუხლით – სტრატეგიული ანდა განსაკუთრებულ მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცელობა ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – მიმდინარეობს.
მათ თავისუფლების 9-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით დაკავებული არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, და ლაშა ბერიძე.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზების, მათი თავშეყრის და ძალადობრივ მოქმედებებში ჩაბმის მიზნით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რადმენიმე დღით ადრე, საქართველოს კონსიტუტციური ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.
კერძოდ, ბრალდებუილები საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რევოლუციის საჭიროებისაკენ, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს. მათი განცახებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოებრივი გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმისა და გაერთანების აუცილებლობაზე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ.
ადგილობრივი თვითმართველობის არცევნების დღეს, 4 ოქტომბერს, 5-ვე ბრალდებულმა და მათთან ერთად სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს და იმავე დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ გააცნო მათ მიერ შემუშავებული სამოქმეოდო გეგმა, რომლის მიხედვითაც, მყისიერად უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების გაცახადების შემდგომ, მურთაზ ზოდელავამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ჯგუფური ძალადობის მონაწილეები ერთობლივად გადაადგილებულიყვნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისაკენ, რომელსაც ძალის გამოყენებით დაიკავებდენენ და დაავალა მათ, არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნებს. აღნიშნული მოწოდების შემოდგ, ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები და მასში მონაწილე სხვა პირები, თავისულების მოედნიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისაკენ გაემართნენ. ორბელანის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე ჯგუფური ძალადობის მონაწილეები მძიმე საგნების გამოყენებითა და ცეცხლის წაკიდებით მიზანმიმართულად ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განადგურებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა სარგებლობაში არსებულ ქონებას, ნაწილს კი გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად იყენებდმემ, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სამართალდამცავებისთვის და ხელი შეეშალათ მათთვის მართლწესრიგის აღდგენის პროცესში.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლასა ბერიძეს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საზოგადეობისათვის ასევე ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია კიდევ 13 პირი, ბექა მაჭავარიანი, ალექანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცელაური, დავით სტუტრუა, მანუჩარ მიქელძე, ალექსანდერე ხაბეიშვილი, კახაბერ მჟავანაძე, თორნიკე მჭედლიშვილი, აბონ ავერიანი, სერგო მეგრელიშვილი და დავით ჟღენტი. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურამ სტერატრგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონიე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
-ში მიდინარე გამოძიებით დადგინილია, რომ ბრალდებულებმა ორგანიზატორების მოწოდების შედსაბამისად, ჯგუფურად, სტარატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, 4 ოქტომბერს საღამოს საათებში იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს დამცავი ღობე და შეიჭრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის შენობის ეზოში, შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით. ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტუქციებსა და საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეუყრაცხყოფას რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ამავდრულად ძალადობაში მონაწილე პირები მიზანმიმართულად არბევდნენ, აზიანებდნენ და ცეცხლის წაკიდებით ანადგურებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მუნიციპალურ და კერძო პირთა ქონებას. მათი მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმიონისტრაციის შენობის დამცავი ღობე. ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო პირთა ქონება.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აღდგენის მიზნით, ხელისუფლების წარმომადგნელების მიერ განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად სტრატეგიული ობიექტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაციის შენობის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი. სამართალდამცავებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე 5 ოქტომბერს დააკავეს. 13-ვე პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 19-222-ე მუხლის მეორე ნაწილის ა-ქვეპუნქტით, რაც გულისმობს სტრატეგიული ანდა განსაკუთრებულ მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცელობას ჩადენილი ჯგუფურად და რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4-წლამდე. ასევე საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ისჯება თავისუფების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე. პროკურატურა დაკავებულები ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობის გამოყენების შუამდგომლ;ობუთ სასამართოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – განაცხადეს პროკურატურაში.