პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე გამოკითხა

“ოცნების” პროკურატურამ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გამოკითხა.
სააკაშვილის თქმით, მას შეკითხვები “გადატრიალების მცდელობაში” ჩართულობასთან დაკავშირებით დაუსვეს.
მან დაამატა, რომ პროკურატურა ასევე დაინტერესდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისი განცხადებიებით, რომლებიც, სააკაშვილის თქმით ძალადობრივ მოწოდებებს არ შეიცავს.
“ზვიგენის საქმე ჩემს წინააღმდეგ
დღეს ჩატარდა ჩემი “დაკითხვა” 4 ოქტომბრის მოვლენებზე, ვითომ მოსამართლესთან ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის “პროკურატურის” ინიციატივით.
4 ოქტომბერს რუსთაველზე შეიკრიბა ასობით ათასი ადამიანი და სწორედ სახალხო კრებამ დიდწილად განაპირობა ე.წ. ადგილობრივი ს ბოიკოტი.
ამ საქმეზე, რომელიც წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია დაკავებული და ახლა უკვე მე მომადგნენ.
უკვე მეხუთე წელია პატიმრობაში ვარ გამოგონილი ბრალდებებით, მე განვუცხადე რუსული პროვინციული ტირანიის წარმომადგენლებს, რომ ისინი წარმოადგნენ საქართველოს მტრებს.
ისინი მეკითხებოდნენ ჩემს კავშირზე ე.წ. გადატრიალების მცდელობასთან თუმცა უკვე მეხუთე წელი ვიმყოფები პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში.
სატელეფონო კავშირის აკრძალვის პირობებში მუდმივი აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობის და ჩაწერის ქვეშ.
ასევე მეკითხებოდნენ ჩემს პოსტებზე, რომლებიც არანაირად არ წარმოადგენდნენ რაიმე ძალადობისკენ მოწოდებას, ვინაიდან მე ისტორიაში ვარ შესული, როგორც მთელს მსოფლიოში განთქმული მშვიდობიანი რევოლუციის ლიდერი და ასევე სათავეში ვედექი დემოკრატიულ მოძრაობას მთელი უკრაინის მასშტაბით.
ჩემი ტყვეობა და ნებისმიერი ახალი ბრალდებები არის სწორედ ს და მათი აქაური დამქაშების შურისძიება წარმატებულ ქართულ რეფორმებზე, ისევე როგორც ჩემი ბრძოლისთვის, საქართველოს და უკრაინის რუსული კლანჭებიდან გადარჩენისთვის.
ჩემი იმიტომ კი არ ეშინიათ რომ სახალხო კრებაში ვიყავი ჩართული, არამედ იმიტომ, რომ მართლაც ჩართული რომ ვყოფილიყავი, ბევრად უფრო მეტი იქნებოდა მიღწეული სრულიად მშვიდობიანად.
ეშინიათ იმიტომ რომ ისტორიამ მაქცია საქართველოს დამოუკიდებლობის და წარმატების სიმბოლოდ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ მომწამლეს ციხეში და ამიტომ მისჯიან ახალ-ახალ სასჯელებს.
და კიდევ იცით რა იყო ჩემთვის დასმული მთავარი კითხვა, რომლის გარშემო ტრიალებდა დაკითხვა, ოღონდ არ გეგონოთ რომ ვღადაობ, რას გულისხმობდიო შარშანდელ პოსტში, რომ ხალხმა უნდა გადაიღოს სელფი ივანიშვილის ზვიგენის ფონზეო. დარწმუნებული ვარ ეს კითხვა პირდაპირ ივანიშვილის დაწერილი იყო.
ხვდებით სად ვართ?! ნახეთ როგორ უყვარს ეს ზვიგენი, რომ მთელი ე.წ. პროკურატურა ჩემგან ზვიგენის დამცველად გადააქცია და თუ დღევანდლის შემდეგ ვინმე საქართველოში ან საქართველოს გარეთ იტყვის, რომ მე არ ვარ პოლიტიკური პატიმარი, ის მართლა იმსახურებს ივანიშვილის ზვიგენების ახლო გაცნობას.
ე.ი. ახლა ჩემს წინააღმდეგ აღიძვრება ახალი საქმე “ივანიშვილის ზვიგენის შევიწროებაზე”. იყო პიჯაკების საქმე, ახლა იწყება ზვიგენების საქმე.
საქმეს ერქმევა ალბათ ასე “ივანიშვილის ზვიგენი და პროკურატურა სააკაშვილის წინააღმდეგ”
ვფიქრობ წერილობითი ბოდიში ხომ არ გავუგზავნო ზვიგენს”, – წერს სააკაშვილი.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯამში 46 ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
7 ოქტომბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი 5 პირის მიმართ – ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, და ბერიძე.
4 ოქტომბრის აქციის საქმესთან დაკავშირებით პატიმრობა ასევე შეფარდებული აქვს ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილის გადაწყვეტილებით ასევე პატიმრობა შეეფარდათ დავით ჟღენტს, ალექსანდრე გოგოლაძეს, კახაბერ მჟავანაძეს და გიორგი რურუას, ხოლო მოსამართლე ლელა მარიდაშვილის – თორნიკე მჭედლიშვილს, დავით სტურუას, აბო ნავერიანს და ევა შაშვიაშვილს.