პროკურატურამ ხატია დეკანოიძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა

პროკურატურამ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ს შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა.
როგორც დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს.
დეკანოიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ აღნიშნული საგამოძიებო უწყება ერთი ადამიანების ინტერესებს გამოხატავს.
„მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, , ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევაზე, ლონდა თოლორაია.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ასევე, დაიკითხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის არა ერთი წარმომადგენელი, თუმცა უწყებაში კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე ინფორმაციას არ აჟღერებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ