საქართველოს პროკურატურამ ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ არალეგიტიმურ, ერთპარტიულ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება დაიწყო.
ფორმულას პროკურატურაში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.
გამოძების დაწყებაზე პროკურატურას გუშინ მიმართა საგამოძიებო კომისიამ.
დღეს კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც, რაზეც პარლამენტის არალეგიტიმურმა დეპუტატმა თეა წულუკიანმა დააყენა საკითხი, რომ მისი საქმეც გადასცემოდა პროკურატურას.
