პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის შეძენის, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის შეძენის, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ ტელეგრამის სხვადასხვა არხზე დარეგისტრირდა და არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას იღებდა სხვადასხვა პირებისგან, ინახავდა საკუთარ მობილურ ტელეფონში ჩაწერილ ტელეგრამ აპლიკაციაში და გავრცელების მიზნით უგზავნიდა ტელეგრამის ჯგუფის წევრებს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა და გავრცელება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.