პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების და განსაცდელში მიტოვების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 9 დეკემბერს ქ. წალენჯიხაში ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომანქანას, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითს, რის შედეგადაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. ავტომობილის მძღოლმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული მიატოვა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისიის ანგარიში – პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს შეეხოს

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში