პროკურატურამ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე საჯარო მოხელეს – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე საჯარო მოხელეს – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის მერიის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ყალბი ცნობების გაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 500 ლარი.
უწყების ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი.
„დაკავებულს ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება, მოხელის მიერ ფულის მიღება და მოთხოვნა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (2 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ