პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე დააკავა ალბანეთის მოქალაქე, რომელსაც გერმანიას გადასცემენ

ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე საქართველოში დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს, რომელიც ინტერპოლიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა – ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული, რომელსაც საქართველო გერმანიას გადასცემს, ხელმძღვანელობდა 50-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ დამნაშავეთა ჯგუფს.
“ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობა.
დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია” – წერს გენერალური პროკურატურა.
საქართველოში ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს. ერთ-ერთი გამოძიების ფარგლებში 2024 წლის 4 თებერვალს 7 პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე – პარადოქსია, რომ კრემლთან კავშირის დაბრალებას იმ ხალხისგან ვისმენთ, რომელიც რუსული აქცენტით საუბრობს და რომელთაც პოლიტიკაში ფეხი გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს აიდგეს

ვასო ურუშაძე – ჩვენი ეკონომიკური პრობლემები ნავთობპროდუქტების ფასთანაა დაკავშირებული – ახსნას ივანიშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თვითღირებულებაა?