პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 20 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას