პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი

საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნულ ინფორმაციას გიორგი ახობაძის ადვოკატი, მარიამ მაძღრაშვილი ავრცელებს.
„გუშინ გიორგის საქმეზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა პროკურორმა. ბრძოლა გრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. იქ შევხვდებით“, – წერს მარიამ მაძღარაშვილი „ფეისბუქზე“.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე 2025 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 2024 წლის 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც