პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, რუსთაველის გამზირის და ჭანტურიას ქუჩის კვეთაზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციელს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მსგავსი არაკანონიერი და უსამართლო ქმედება იწვევს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ ბრძოლაში ბანკი არა ფაქტობრივი გარემოებით ხელმძღვანელობს, არამედ გლობალური მოთამაშეების ნებას ემორჩილება

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს 4-წლიანი პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება