პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულა

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დასრულდა. საცხოვრებლის სადარბაზოდან პოლიციელების გასვლას კორპუსთან შეკრებილების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისმოდა შეძახილები – “რუსებო”; “მონებო”.
ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში დღეს, დილით შევიდნენ.
უწყების წარმომადგენლებმა აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს.